6 აგვისტო, 2015

ერლომ ახვლედიანის ,,ვანო და ნიკო’’ ინგლისურად ითარგმნა

1erlom-axvledianiცნობილი ქართველი მწერილისა და სცენარისტის ერლომ ახვლედიანის “ვანო და ნიკო” ინგლისურად ითარგმნა. ინფორმაციას გამომცემლობა “სიესტა” ავრცელებს:

“სიხარულით გაცნობებთ, რომ ერლომ ახვლედიანის “ვანო და ნიკო”, მიხეილ კაკაბაძის შესანიშნავი ინგლისური თარგმანით, ჩვენმა კოლეგამ, დალკი არქივის გამომცემლობამ “ქართული ლიტერატურის სერიის” ფარგლებში გამოსცა.”

ერლომ ახვლედიანის შემოქმედებაზე არაერთი ცნობილი ქართული ფილმია გადაღებული. მან გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე მიიღო ლიტერატურული პრემია „საბა“ საუკეთესო რომანისთვის „კოღო ქალაქში“. ერლომ ახვლედიანი 79 წლის ასაკში სამი წლის წინ გარდაიცვალა.