Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ეკლესიის ,,რესტავრაციის” გამაოგნებელი ფაქტი თეთრიწყაროში

26 აგვისტო, 2015

1dzegli3ეროვნული მუზეუმის თანამშრომელი, არქეოლოგი გოდერძი ნარიმანაშვილი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ეკლესიის “რესტავრაციის” გამაოგნებელ ფაქტს შეესწრო, რომელიც ფართო საზოგადოებასაც გაუზიარა.

ტაძრის “რესტავრაციის” ამსახველი სურათები მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს დროული რეაგირებისკენ მოუწოდა:

“თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ იფნარში ეკლესიის “რესტავრაციის” გამაოგნებელ ფაქტს გადავაწყდი. დასავლეთი კედელი ირღვევა და ხეებით აქვთ გამაგრებული. სამხრეთი კედლის თავზე ბლოკით აშენებენ რაღაცას. კედელი მეტრზე მეტად ასცდა კონქს. ერამდე და ბერამდე უნდა მივიტანოთ მარტივი ჭეშმარიტება – შესაბამისი ნებართვის გარეშე არავის აქვს ძეგლზე ფიზიკური სამუშაოების ჩატარების უფლება და ეს პირველ რიგში ძეგლთა დაცვის სააგენტომ უნდა გაითავისოს.”1dzegli

1dzegli1

1dzegli2