23 აგვისტო, 2015

დუტა ახალი პროექტით ბრუნდება

1dutaaმსახიობი და შოუმენი დუტა სხირტლაძე ახალ სატელევიზიო სეზონზე ახალი პროექტით ბრუნდება. “ცეკვავენ ვარსკვლავების” და “ორი ვარსკვლავის” შემდეგ, ტელეკომპანია “იმედის” სახე კიდევ ერთ შოუს წაიყვანს.

“იმედის” ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, დუტა “The Voice საქართველო”-ს წამყვანი იქნება. ის პროექტის პირველი სეზონის წამყვანიც იყო. ამჯერად კი მესამე სეზონის წამყვანობა მოუწევს. ამ ეტაპზე უცნობია, ვინ იქნება შოუს მეორე წამყვანი და დუტას პარტნიორი.

მუსიკალური შოუს პროდიუსერები საზოგადოებას ეტაპობრივად აცნობენ “The Voice საქართველო”-ს მწვრთენელებსა და წამყვანებს. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ ერთ-ერთი წამყვანი დუტა იქნება, ხოლო პირველი მწვრთნელი ნუცა შანშიაშვილია.