11 აგვისტო, 2015

,,დიდგორი’’ უზბეკეთში მიიწვიეს

1didgoriiმგალობელ-მომღერალთა გუნდი “დიდგორი” უზბეკეთში მიიწვიეს. ქალაქ სამარყანდში რიგით მეათე საერთაშორისო ფესტივალი “აღმოსავლეთის მელოდიები” 25 აგვისტოს საზეიმოდ გაიხსნება. ფესტივალში მონაწილეობას იღებს მსოფლიოს 50 ქვეყნის 60 შემსრულებელი.

ფესტივალის საკონკურსო კომისია გამოავლენს სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულებს და გადასცემს პრიზებს. ფესტივალი 1997 წლიდან იღებს სათავეს და 2 წელიწადში ერთხელ იმართება. სხვადასხვა დროს აღნიშნულ ფესტივალზე საქართველოს მუდმივად წარმოადგენდნენ სხვადასხვა ანსამბლები, მათ შორის, “ლაშარი”, “ასტო ჯორჯია”.

მგალობელ-მომღერალთა გუნდი “დიდგორი” მიემგზავრება 7 კაციანი შემადგენლობით და 28 აგვისტოს საკონკურსო დღეს 2 ხალხური სიმღერით წარსდგება მსმენელისა და ჟიურის წინაშე.

ქართველი მომღერლები გამართავენ რამოდენიმე კონცერტს და შეასრულებენ სხვადასხვა კუთხის სიმღერებს კონფერნციის ფარგლებში წარმოდგენილ პრეზენტაციაზე ქართული მრავალხმიანობის შესახებ.