28 აგვისტო, 2015

დააბრუნეთ ნაძარცვი ქონება!

1studia-rakursi– დააბრუნეთ ნაძარცვი ქონება! – ასეთ მიმართვას ავრცელებენ დოკუმენტური ფილმების სტუდია “რაკურსის” მფლობელები. რეჟისორები დავით ცინცაძე და ზურაბ შანიძე მიმართვა-გაფრთხილებას უგზავნიან თბილისის მერს, ქონების მართვას და ყველა სახელმწიფო სტრუქტურას სამეცნიერო-პოპულარული და დოკუმენტური ფილმების სტუდია ,,რაკურსის” დღემდე გადაუჭრელი პრობლემის შესახებ.

პოლიტიკური და საზოგადოებრივი პოზიციების გამო, 2011 წელს განაგურებული სამეცნიერო-პოპულარული და დოკუმენტური ფილმების სტუდია ,,რაკურსი” ითხოვს სამართლიანობის რეალურ აღდგენას.

დავით ცინცაძე, რეჟისორი:

– მერიის მაღალხელფასიანმა სახელმწიფო მოხელეებმა, ქონების მართვის ხელმძღვანელმა კარლო ლაფერაძემ და თბილისის ვიცე მერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ვგონებთ ,,გონის გასაღები” დაკარგეს! ამ სახელმწიფო ,,ჩინოვნიკებმა” სამართლიანობის და კანონიერების აღდგენა აქციეს სრულ ფიქციად და კვლავ აგრძელებენ ნაცების ნაძარცვი ქონების ,,მითვისების” პროცესს, სახელმწიფოს სისტემის გამოყენებით! რაც ძალზე ცუდად დასრულდება როგორც პირადად მათთვის, ასე იმათთვისაც, ვინც ეს ხალხი მიიყვანა სახელმწიფო სამსახურში ნაცების ნაალაფარის ახალი გადანაწილებისთვის. სტუდია ,,რაკურსი” საზოგადოებრიობას მიმართავს მხარდაჭერისთვის, რადგან სახელმწიფო ვერ ახერხებს (თუ არ აპირებს!) არჩევნებზე დაპირებული დანაპირების აღსრულებას. პროკურატურაში მიმდინარეობს მოკვლევა ,,რაკურსის” წინააღმდეგ ჩადენილი უკანონობის და უსამართლობის შესახებ.

დოკუმენტური და სამეცნიერო პოპულარული ფილმების სტუდია მარჯანიშვილის N9 (ა) (ძველი მისამართით მარჯანიშვილის N11)-ში ფუნქციონირებდა 90-იანი წლებიდან მოყოლებული და წარმოადგენდა კულტურისა და ხელოვნების ერთ-ერთ ღირებულ სტრუქტურას, რომელმაც შესძლო ქართული ისტორიისთვის, მომავალი თაობებისთვის შემოენახა და შეექმნა უნიკალური კინომატიანე.

მისი განადგურების და მოსპობის რეალურ მიზეზს წარმოადგენდა ჟურნალისტური გამოძიებები, რომელიც ამხელდა ნაციონალური ხელისუფლების დანაშაულებრივ მოღვაწეობას (რის გამოც სტუდიის დამფუზნებლები და თანამშრონმლები იყვნენ პოლიტიკურად რეპრესირებულ მდგომარეობაში, სამსახურიდან უკანონოდ განთავისუფლებულები, მათ შორის უკანონოდ და უსამართლოდ დაკავებულები შეთითხნილი და ყალბი ბრალდებებით!) – დღეს სტუდია ,,რაკურსი” კვლავ ვერ ახერხებს სამართლიანობის და კანონიერების აღდგენას. ამიტომ დღეს, ,,რაკურსის” პრობლემა მისი დამფუძნებლებისთვის და მხარდამჭერებისთვის იქცა პრინციპის საქმედ, რადგან ,,რაკურსის” საკითხი დღეს უკვე გასცდა ერთი სუბიექტის პრობლემას და ჩამოყალიბდა საზოგადოებრივი სახის სოციალურ-პოლიტიკურ პრობლემად.

უკვე როგორც ჩანს, ,,რაკურსის” პრობლემა უკავშირდება როგორც სამართლიანობის და კანონიერების აღდგენის საქმეს, ასევე უფრო მეტად სახელმწიფოს დამოკიდებულებას საკუთარი მოქალაქეებისადმი და ადამიანის უფლებების საკითხებს, რომელიც ,,რაკურსის” შემთხვევაში სრულიად უგულვებელყოფილი და გათელილია! სტუდია ,,რაკურსი” უახლოეს პერიოდში გეგმავს, მრავალმხრივი სახის უვადო საპროტესტო აქაციებს ,,დააბრუნეთ ნაძარცვი ქონება!” – ,,სამართლიანობის და კანონიერების” რეალურად აღდგენის მოთხოვნით!