31 აგვისტო, 2015

ბულგარეთის საერთაშორისო ფესტივალზე გრანპრი ქართველს მიანიჭეს

1marina-kolxidashviliბულგარეთის საერთაშორისო ფესტივალზე “Morska Perla” გრანპრი ქართველმა ხელოვანმა მარინა კოლხიდაშვილმა მოიგო.

ის ბულგარეთში ამ ფესტივალზე მეგობრის დახმარებით მოხვდა და მთავარი პრიზითაც დაჯილდოვდა.

ინფორმაციას პოეტი ლელა ნინუა ავრცელებს:

“ბულგარეთი საერთაშორისო ფესტივალი, გამარჯვებული, პირველი ადგილი, სპეც-პრიზი, სხვა ფესტივალებზე მიწვეული და ჟიურის ყველა წევრი ფეხზე დამდგარი! აპლოდისმენტები ამ საყვარელ მარინას, რომელმაც ისე დაუკრა, ,,დაუკარით” და იმღერა რომ ყველა გადაგვრია! მიულოცეთ!”