23 აგვისტო, 2015

ბერას საჩუქარი თაყვანისმცემლებს

1berraბერა ივანიშვილმა რამდენიმე დღის წინ დააანონსა, რომ ხანგრძლივი პაუზა დასრულებულია და აქტიურად დაუბრუნდა სცენას.

მან თავისი ორი ახალი სიმღერაც შესთავაზა მსმენელს და უახლოეს მომავალში კიდევ არაერთ სიურპრიზს დაპირდა.

ბერამ პირობა შეასრულა და ერთგული მსმენელისთვის პირველი საჩუქარი გაასაჯაროვა. ეს მომღერლის ახალი შავ-თეთრი კლიპია, სახელწოდებით “I Look Good On You”, რომლის რეჟისორიც Nash Grier-ია.

ვიდეორგოლი ინტერნეტში უკვე გამოჩნდა და მას ორ დღეში ნახევარ მილიონამდე ნახვა აქვს.