23 აგვისტო, 2015

ანჯელინა ჯოლის ექიმების დახმარება ესაჭიროება

1Angelina-Jolieმსოფლიო ვარსკვლავს ანჯელინა ჯოლის ექიმების დახმარება ესაჭიროება. უცხოური გამოცემების მტკიცებით, 40 წლის ლამაზმანი სერიოზულად არის ავად და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს თავის გულშემატკივრებს დაუმალოს.

ასეთი დასკვნა მედიკოსებმა ანჯელინას გარეგნობაზე დაყრდნობით გამოიტანეს. ყველა ერთხმად აღიარებს, რომ მსახიობი იმაზე უარესად გამოიყურება, ვიდრე რამდენიმე წლის წინ, როდესაც ის ანორექსიით იტანჯებოდა.

ექიმები იმასაც არ გამორიცხავენ, რომ ვარსკვლავის გარეგნული ცვლილება ბოლო წლებში გადატანილ ოპერაციებს უკავშირდება – ონკოლოგიური დაავადების რისკის მინიმუმამდე შესამცირებლად და სრულად აღმოსაფხვრელად მსახიობმა ორმაგი მასტექტომია გაიკეთა, მოგვიანებით საკვერცხეები ამოიჭრა, ამ ყველაფერს კი ემატება მოახლოებული მენოპაუზა.

მედიკოსების მეორე ნაწილს მიაჩნია, რომ მსახიობს ჯანმრთელობის ახალი პრობლემები აქვს.
ბოლო პერიოდში გავრცელდა ხმები, რომ ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი გაყრის ზღვარზე არიან. ოჯახურმა პრობლემებმა და მუდმივმა გადატვირთულმა გრაფიკმა, ლამაზმანი საბოლოოდ დაასუსტა.