26 აგვისტო, 2015

ანიტა რაჭველიშვილის დებიუტი ბათუმში

1anitas-debiutiმსოფლიოში აღიარებული ქართველი მეცოსოპრანოს ანიტა რაჭველიშვილის დებიუტი ბათუმში. ვარსკვლავი საქართველოში სპეციალური მისიით ბრუნდება. მომღერალი, რომელიც კარმენის უბადლო შემსრულებლად არის აღიარებული და მის გამოსვლას დიდი ინტერესით ელოდებიან მსოფლიო საოპერო სცენებზე, ამჯერად ბათუმელი მსმენელის წინაშე წარსდგება.

ეს არის პირველი კონცერტი ანიტასთვის, რომელსაც ის ბათუმში გამართავს. 5 სექტემბერს “ბათუმობას” ეროვნული სიმფონიური ორკესტრი და მაესტრო ნიკოლოზ რაჭველი “კინომუსიკის შედევრებს” წარმოადგენს.

6 სექტემბერს კი ბათუმის საკონცერტო დარბაზში გაიმართება გალა-კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ანიტა რაჭველიშვილი, პიანისტი დათუნა ალადაშვილი და ალტისტი გიორგი ცაგარელი. გალაკონცერტზე შესრულდება როგორც ცნობილი საოპერო არიები და საფორტეპიანო კონცერტი, ასევე გია ყანჩელის მუსიკა. ამ დღეს გია ყანჩელის გენიალური კლასიკური და თეატრისა და კინოს მუსიკით კომპოზიტორის ბათუმური 80 წლის იუბილე აღინიშნება.