26 აგვისტო, 2015

ამილახვრების სასახლე დავის საგანი ხდება

1amilaxvrebis-sasaxleკასპის რაიონის სოფელ ქვემო ჭალაში მდებარე ამილახვრების ისტორიული სასახლე დავის საგანი ხდება. ციხე-სიმაგრე უმძიმეს მდგმარეობაშია. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე სასახლე ინგრევა.

სოფელ ქვემო ჭალის მაცხოვრებლების ინფორმაციით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს მეპატრონე ჰყავს, რომელმაც ნაგებობა 14 წლის წინ კანონდარღვევით მოიპოვა. თავის მხრივ სასახლის მეპატრონე ყველა ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს. ამილახვართა არაპირდაპირ შთამომავალს ნუცა ერისთავს XVIII საუკუნის სასახლის კომპლექსი მფლობელობაში წლების წინ გადაეცა.

გავრცელებული ინფორმაციით, ამილახვრების სასახლის მფლობელი მის გაყიდვას აპირებს და ინვესტორსაც ეძებს. ადგილობრივები კი მოითხოვენ, რომ ძეგლი სახელმწიფო კუთვნილებაში გადავიდეს, რომ კერძო პირის მიერ კომპლექსის გასხვისების საფრთხემ აღარ იარსებოს.