Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

აღმოჩენა ლეჩხუმში

26 აგვისტო, 2015

1agmochena-lechxumshiარქეოლოგებმა ცაგერის რაიონის სოფელ დეხვირში უნიკალური აღმოჩენა გააკეთეს. ზღვის დონიდან 1000 მეტრზე მდებარე სოფელში არქეოლოგებმა ელინისტური ხანის ნამოსახლარს მიაკვლიეს.

არქეოლოგები ახალ აღმოჩენას უკვე ათარიღებენ და ძვ.წ.აღ-ის IV-III საუკუნეების ელინისტურ კულტურაზე საუბრობენ. ტერიტორიაზე აღმოჩენილია სამარხები, ციხის გალავნის ნაშთები და მარანი.

არქეოლოგიური აღმოჩენა ამ ტერიტორიაზე შარშან საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიურმა ექსპედიციამაც გააკეთა. ცაგერის ისტორიული მუზეუმის ცხეთა-დეხვირის ღია ცისქვეშ მუზეუმში შუა საუკუნეების ციხის ნაშთებს, გალავანს და დიდი რაოდენობით ქვევრებს მიაკვლია. ექსპედიციამ აგრეთვე ძვ.წ.აღ VIII-VII საუკუნეებით დათარიღებული ტერასული ტიპის ნაგებობები და ტიპიური კოლხური კერამიკის ნაშთები გამოავლინა.