15 აგვისტო, 2015

ჯემალ ქარჩხაძე: ,,რუსთაველმა ცუდი სამსახური გაგვიწია’’

1Jemal_qarchxadzeმწერალი ჯემალ ქარჩხაძე შოთა რუსთაველს ქართველებისთვის ცუდი სამსახურის გაწევაში “ადანაშაულებდა”:

“რუსთაველმა ცუდი სამსახური გაგვიწია, რადგან ძალიან დიდი ტილო გამოდგა და ყველას გვყოფნის ხელის შესაწმენდად.

მერე რა, რომ ჩვენ არ ვვარგივართ?! სამაგიეროდ, რუსთაველია დიდი.

მერე რა, რომ ჩვენ უნიჭოები ვართ?! სამაგიეროდ, რუსთაველია გენიოსი.

მერე რა, რომ ჩვენ ასე დავკნინდით და დავბეჩავდით?! სამაგიეროდ, რუსთაველია ამაღლებული.”