27 აგვისტო, 2015

მამუკა ჩარკვიანი საქართველოში დაბრუნდა

1mamukaმომღერალი მამუკა ჩარკვიანი ხანგრძლივი განშორების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა. ხელოვანი ავსტრიაში ჯანმრთელობის პრობლემებთან დაკავშირებით იმყოფებოდა. მას გადაუდებელი ოპერაცია ესაჭიროებოდა, რაც სოლიდურ თანხებთან იყო დაკავშირებული. სახელმწიფომ საჭირო თანხები გაიღო და მომღერალი ავსტრიაში სამკურნალოდ გაუშვა.

მამუკა ჩარკვიანს საიუბილეო 60 წელი ავსტრიაში შეუსრულდა. რამდენიმე საათის წინ კი ის საქართველოში დაბრუნდა. ინფორმაცია ამის შესახებ პიანისტმა ირმა გიგანმა გაავრცელა:

“ეხლა ვართ მანქანაში. მოვდივართ აეროპორტიდან სახლისკენ. უამრავი ნერვიულობის, ღელვის და სირთულეების შემდეგ მამუკა დაგვიბრუნდა ავსტრიიდან!”