4 აგვისტო, 2015

თვითმფრინავის ბიჭებზე ფილმის გადაღებები იწყება

1tvitmfrinavis-bichebi1983 წელს მომხდარი სამგზავრო თვითმფრინავის გატაცების მცდელობას ფილმად გადაიღებენ. “თვითმფრინავის ბიჭების” საქმე წლებია მოსვენებას არ აძლევს საზოგადოებას. ეს ისტორია მწერლების, რეჟისორების, მსახიობების თუ რიგითი ადამიანების თანმდევი შემზარავი ამბავია.

მწერალმა დათო ტურაშვილმა ამ ისტორიაზე წიგნი დაწერა და მას “ჯინსების თაობა” უწოდა, მისი ნაწარმოები რეჟისორმა დავით დოიაშვილმა სპექტაკლად აქცია და უკვე წლებია სრული ანშლაგით მიმდინარეობს. ახალგაზრდა რეჟისორმა ნიკოლოზ ხომასურიძეს გადაწყვიტა თვითმფრინავის ბიჭებზე ფილმი გადაეღო და მასში ქართველ ვარსკვლავებთან ერთად, ჰოლივუდის ვარსკვლავებიც დაეკავებინა.

ამჯერად თვითმფრინავის ბიჭების ისტორიით რუსეთში მოღვაწე ქართველი რეჟისორი რეზო გიგინეიშვილი დაინტერესდა. ის იღებს ქართულ ფილმს ,,მძევლები”, რომელშიც ასახული იქნება თვითმფრინავის გატაცების ისტორია. გადაღებებისთვის ადგილები შეირჩა კურორტ წყალტუბოში, სადაც გადაიღებენ გეგა კობახიძის ქორწილს და სხვა პატარა ეპიზოდებს.

გადამღებმა ჯგუფმა მიიღო გადაწყვეტილება, ფილმში ქუთაისის თეატრის მსახიობები დააკავოს.