19 აგვისტო, 2015

ელისო ბოლქვაძის საჩუქარი მსმენელს

1eliso-bolkvvvadzeმსოფლიოში ცნობილმა ქართველმა პიანისტმა ელისო ბოლქვაძემ თავის ერთგულ მსმენელს მორიგი საჩუქარი მოუმზადა. იუნესკოს მშვიდობის არტისტმა ხანგრძლივი მზადების შემდეგ, თავისი მორიგი ალბომი ჩაწერა, რომელშიც ორი გენიალური კომპოზიტორის ნაწარმოებები შეიტანა.

ელისო ბოლქვაძის ახალ სიდი-ალბომში პროკოფიევის და შუბერტის ნაწარმოებები ჩაიწერა. მათი შეძენა პიანისტის გულშემატკივრებს ინტერნეტის საშუალებით შეუძლიათ.

სექტემბერში ელისო ბოლქვაძე საქართველოში ჩამოვა და ბათუმში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალს ჩაატარებს.