Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ნინო ქათამაძე ბელორუსში მიდის

8 აგვისტო, 2015

1nino-kattamadzeქართველი ჯაზმომღერალი ნინო ქათამაძე ბელორუსში მიდის. ის და მისი ჯგუფი მონაწილეობას მიიღებენ კიდევ ერთ ფესტივალში. მათთან ერთად დაუკრავს სიმებიანი კვარტეტიც.

– ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე დავასახელებთ ნინო ქათამაძეს ჩვენი ფესტივალის მთავარ სტუმრად და სავიზიტო ბარათად, – ამბობენ ფესტივალის ორგანიზატორები.

ბელორუსში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი 8 აგვისტოს ღია ცის ქვეშ გაიმართება. ნინო ქათამაძემ 7 აგვისტოს ანაკლიაში ფესტივალი დახურა, რომელშიც მასთან და ინსაითთან ერთად მონაწილეობდნენ ნიკოლოზ რაჭველი, Georgian Brass და Philharmonic Strings.