Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

„დევნილი გემი ენგური“ – კიდევ ერთი ახალი ფილმი აფხაზეთზე

8 აგვისტო, 2015

1devnili-gemi-enguriრეჟისორი ვახტანგ ვარაზი ახალ სრულმეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმზე მუშაობს.

“დევნილი გემი ენგური” – ეს არის ერთი გემის ისტორია, რომელმაც თავის დროზე მრავალი ადამიანის სიცოცხლე იხსნა.

20 წლის შემდეგ აფხაზეთში დაბრუნების იმედი ბევრმა დევნილმა დაკარგა, მაგრამ ვახო და ლადო მაინც აგრძელებენ სახლში დაბრუნებაზე ოცნებას. ვახო გემი „ენგურის” ბოცმანია, ლადო კი კაპიტანი. ისინი „ენგურს” თითქმის არასდროს ტოვებენ და მასთან ერთად ბერდებიან.

ლადოს გული აწუხებს, ვახოს – კუჭი, გემს კი ჟანგი. თუ ვახო და ლადო გემის შესაკეთებლად თანხას ვერ იშოვნიან, შესაძლოა „ენგურმა” მორიგ ზამთარს ვერ გაუძლოს და ბოლო გადარჩენილი გემიც დავიწყებას მიეცეს.

ფილმი „დევნილი გემი ენგური” ამჟამად სამონტაჟო პერიოდშია და მასზე მუშაობა მალე დასრულდება.