13 აგვისტო, 2015

,,რუსთავის’’ ტრიუმფი ჩინეთში

1ansambli-rustaviქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი “რუსთავი” ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფება. ანსამბლის მომღერლები სამხატვრო ხელმძღვანელთან ანზორ ერქომაიშვილთან ერთად ჩინეთში გასტროლებით იმყოფებიან.

პირველი საპასუხისმგებლო კონცერტი ქალაქ შენჯენში შედგა. წარმატებას მიჩვეული ანსამბლის წევრებს გულწრფელი ოვაციებით აჯილდოვებდა დამსწრე საზოგადოება. “ბისზე” რამდენჯერმე შესრულდა “სულიკო”. დიდი მოწონება დაიმსახურა “რუსთავის” მიერ შესრულებულმა პოპულარულმა ჩინურმა სიმღერებმა, რომელიც სიურპრიზის სახით საგანგებოდ შეისწავლა ანსამბლმა და ერთხმიანი სიმღერები ჩვეული ქართული მრავალხმიანობით შესთავაზა საზოგადოებას.

წარმატებული სტარტის შემდეგ, ქართული ხალხური და სასულიერო მუსიკა გუანჯოსა და პეკინში ჩატარდა. ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელმა ანზორ ერქომაიშვილმა ჩინელი მუსიკის მოყვარულთათვის და მოყვარულთა გუნდებისთვის ჩაატარა მასტერკლასი, მოუთხრო მათ ქართული ხალხური მუსიკის უნიკალობაზე, მსოფლიოს ცნობილი ეთნომუსიკოლოგების მიერ აღიარებული უნიკალური განძის ხალხური სიმღერის განსაკუთრებულობაზე, მოყვარულთა გუნდებს მისცა რჩევები და რეკომენდაციები. რუსთავმა კი შეასრულა მრავალხმიანობის ნიშნით გამორჩეული ხალხური სიმღერები.

ანსამბლი ”რუსთავი” პეკინის ეროვნული დიდი თეატრის ცნობილ დარბაზში გამოვა, ხოლო 14 აგვისტოს ამ მნიშვნელოვან ტურს ანსამბლი რუსთავი შანხაიში დაასრულებს.