5 ივლისი, 2015

ზესტაფონის თეატრი საგასტროლო ტურნეს იწყებს

1zestafonis-teatriზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი საგასტროლო ტურნეს იწყებს. მის ფარგლებში თეატრალური დასი წარმოდგენებს გამართავს საქართველოს სხვადსხვა თეატრში.

პირველი გასტროლი მოეწყობა მესხეთის (ახალციხის) სახელმწიფო დრამატულ თეატრში 6 ივლისს, ამის შემდეგ კი 10 ივლისს თეატრი ჭიათურის სახელმწიფო დრამატულ თეატრს ეწვევა.

– საგასტროლო ტურნეს ფარგლებში ორივეგან წარმოვადგენთ სპექტაკლს “იხვებზე ნადირობა”. ამ პროექტის მიზანია ჩვენი შემოქმედების პოპულარიზაცია და ურთიერთობა სხვადსხვა თეატრალურ დასთან და მეტ მაყურებელთან. წინასწარ დიდ მადლობას ვუხდით მასპინძელ თეატრებს, – ნათქვამია ზესტაფონის თეატრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.