Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ზემფირა თბილისში იმღერებს

1zemfira3 ივლისს თბილისში ცნობილი რუსი როკ-ვარსკვლავი ზემფირა იმღერებს. მომღერალი ხანმოკლე პაუზის შემდეგ, თბილისს ისევ უბრუნდება. ზემფირა საქართველოს ხშირი სტუმარია.

ამჯერად ის თბილისს AlterVision-ის მიერ ორგანიზებული ფესტივალის “Tbilisi Open Air”-ის ფარგლებში ესტუმრება. ფესტივალში, რომელიც 3-7 ივლისს თბილისის ზღვის ახალი ქალაქის ტერიტორიაზე გაიმართება, მონაწილეობას მიიღებენ როგორც უცხოელი, ასევე ქართველი მუსიკოს-შემსრულებლები.

ხუთდღიან ფესტივალში 70-ზე მეტი არტისტი იქნება ჩართული.

თბილისური ფესტივალის შემდეგ, ზემფირა კონცერტს მოსკოვში 25 ივლისს გამართავს, 5 აგვისტოს კი მონაწილეობას მიიღებს რიგაში დაგეგმილ ფესტივალში, რომელსაც “Цой-жив!” ეწოდება.