25 ივლისი, 2015

ვაჟა ფშაველას პრემია დაწესებულია

1vajas-premiaლიტერატურის დარგში ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია დაწესებულია. ეს სიახლე ჩარგალში ვაჟაობის სახალხო დღესასწაულზე პრემიერ-მინისტრმა გააჟღერა.

უკვე შექმნილია „ლიტერატურის დარგში ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის მინიჭების საკითხების განმხილველი კომისია“, რომელიც პრემიის მინიჭების პროცესს წარმართავს.

ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია – ოქროს მედალი და ფულადი ჯილდო 10.000 ლარის ოდენობით, ორ წელიწადში ერთხელ გაიცემა.

პრემიერმა ვაჟაობა სრულიად საქართველოს მიულოცა და ვაჟა-ფშაველას შემოქმედების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

იდეა ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის დაწესების შესახებ ვაჟაობის დღესასწაულზე პირველად ბიძინა ივანიშვილმა გააჟღერა.

წელს ვაჟა-ფშაველას გარდაცვალებიდან 100 წელი შესრულდა. კონცერტი, სპორტული ღონისძიებები და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა, ტრადიციულად ჩარგალში მოეწყო. დღესასწაული სპეციალური კონცერტით დასრულდა და მასში მონაწილეობდნენ დები ნაყეურები, ჯგუფები “ბანი” და “ხიდი”, ნიაზ დიასამიძე და 33 ა.

ღონისძიების დასასრულს, ჩარგალში ახალი ხიდი გაიხსნა, რომელიც სოფელს ეკლესიასთან აკავშირებს.