30 ივლისი, 2015

ვანთის სასახლის რეაბილიტაცია იწყება

1vantis-sasaxleთელავში მდებარე ვანთის სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება.

ვანთის სასახლე VIII-IX საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრული კომპლექსია. მისგან დღესდღეობით შემორჩენილია ფეოდალის დიდი სასახლის ნანგრევები, დარბაზული ეკლესია. იქვე ახლოს აბანოსა და სხვადასხვა დანიშნულების გვიანდელ ნაგებობათა ნაშთია. მეცნიერებმა სასახლის შესწავლის შედეგად დაადგინეს, რომ რიყის ქვით ნაგები ორსართულიანი სასახლის ყოველ სართულზე თითო-თითო დიდი და პატარა დარბაზი ყოფილა.

ვიწრო პატარა სარკმლებიანი პირველი სართული დამხმარე და სამეურნეო დანიშნულებას ასრულებდა, სადაც შემორჩენილია დიდი ბუხარი. მეორე სართული საცხოვრებელი იყო. ნათდებოდა ნალისებრთაღებიანი, მაღალი და ფართო სარკმლებით. ასასვლელად შენობას გარედან მიშენებული ჰქონდა ფართო კიბე. ვანთის სასახლე ადრინდელი ფეოდალური ხანის საერო ხუროთმოძღვრების მნიშვნელოვანი ძეგლია.

გადმოცემის მიხედვით, ეს სასახლე ფეოდალს ეკუთვნოდა და მასში გარკვეული პერიოდის განმავლობაში წმინდა მოწამე ილარიონ ქართველი ცხოვრობდა. სასახლეს 2006 წელს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია მიენიჭა.

45 წლის წინ განადგურებული ძეგლის ტერიტორიაზე არქეოლოგებმა ექსპეციდიის დროს რარიტეტული ნივთები აღმოაჩინეს.