Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

,,უცხო” – კიდევ ერთი ახალი ფილმი

1ucxo2 ივლისს კინოს სახლში კიდევ ერთი ახალი ქართული ფილმის პრემიერა გაიმართება. რეჟისორი თორნიკე ჩაჩანიძე მაყურებელს შესთავაზებს ფილმს “უცხო”. ფილმის ჩვენებაზე დასწრება თავისუფალია.

სცენარის ავტორი თორნიკე ჩაჩანიძესთან ერთად ილია მაღრაძეა, რეჟისორის ასისტენტი გიორგი გაგუაა, ოპერატორები თორნიკე სეხნიაშვილი და ნოდო პეტრიაშვილი. ხმის ოპერატორი ნინუკა ჯაფარიძე, მხატვარი თათია თოლორაია, მუსიკის ავტორი თაზო ჯობავა.

ფილმში მონაწილეობენ ბეგი ბუკია, ნიკა ფოლადიშვილი, ილია მაღრაძე, სალომე ცუხიშვილი, მარიამ სარდანაშვილი, ნატალია გალოგრე, გიორგი რევაზიშვილი, ლუკა მამნიაშვილი, დევი დუნდუა, მიშა ფანქველაშვილი და გუგა გელაშვილი.

ფილმი მოგვითხრობს მთავარი გმირის ალექსანდრეს რთულ ცხოვრებაზე, რომელმაც ვერ მოახდინა საკუთარი თავის რეალიზება, რამაც შემდგომ მწვავე დეპრესია გამოიწვია.

გმირი, რომელმაც დაამთავრა თეატრალური უნივერსიტეტი, თითოეულ დღეს იხალისებს აზდაკის როლის მორგებით და მცირე ტაშით. ამ ყველაფერს ერთვის სოციალური კრიზისიც, რომელიც უბრალოდ საარსებოდაა საჭირო.

მის ცხოვრებაში იმედის ნაპერწკალი გოგონას სახით ჩნდება, რომელიც ალექსანდრეს რეალურ ცხოვრებაში დაბრუნებისკენ უბიძგებს.