Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

Uriah Heep -ის კომპოზიტორი თბილისში ჩამოდის

10 ივლისი, 2015

1uraia-hipp15 ივლისს თბილისის სპორტის სასახლეში საქველმოქმედო საერთაშორისო სოლიდარობის აქცია გაიმართება. აქციის ფარგლებში როკ და პოპ კონცერტი გაიმართება, სადაც მონაწილეობას 24 ცნობილი, წარმატებული, ქართული ბენდი მიიღებს. მათ შორის, ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფი Uriah Heep -ის დამფუძნებელი და მთავარი კომპოზიტორი კენ ჰენსლი, რომელიც ქართველ მუსიკოსებთან ერთად Uriah Heep -ის რამოდენიმე ცნობილ ჰიტს შეასრულებს.

ღონისძიება 13 ივნისს მომხდარი, სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად მოეწყობა და მას „ცა მეტია, ვიდრე 13“ ეწოდება.

აქციის საინიციატივო ჯგუფში გაერთიანებული არიან ნიკოლოზ შენგელაია, დავით საყვარელიძე, დავით ევგენიძე, გიორგი ხუციშვილი, ირაკლი კაკაბაძე, ირაკლი გოგია და გიორგი კვაბზირიძე. მისი მიზანია, საზოგადოების ყველა სეგმენტისა და სტრუქტურის გაერთიანება- გააქტიურება და სტიქიის მიერ დაზარალებულთა დახმარებაა.

ხელოვნების საერთაშორისო სოლიდარობის აქცია, ტელეკომპანია“იმედის“ პირდაპირ ეთერში იქნება ტრანსლირებული, მარათონის მსვლელობისას ჩაირთვება მოკლე ტექსტური შეტყობინების სერვისი, რომლის საშუალებითაც თითოეულ მოქალაქესა თუ კერძო სტრუქტურას, კეთილი ნების შესაბამისად, საშუალება ექნება დააფიქსიროს სოლიდარობა სტიქიით დაზარალებულთა მიმართ, მითითებულ ანგარიშზე თანხის გადარიცხვით. სატელევიზიო სიგნალს ყველა ქართული მაუწყებელი მიიღებს და მას გარკვეულ საეთერო დროს დაუთმობს.