Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

უიტნი ჰიუსტონის ქალიშვილი გარდაიცვალა

27 ივლისი, 2015

1bobi-kristina-brauniუცხოური მედიის ინფორმაციით, უიტნი ჰიუსტონის 22 წლის ქალიშვილი ბობი კრისტინა ბრაუნი გარდაიცვალა. მსოფლიო ვარსკვლავის ერთადერთი გოგონა ტვინზე მძიმე დაზიანებებით ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 6 თვის განმავლობაში იმყოფებოდა.

ოჯახის წევრებმა გოგონა 31 იანვარს მას შემდეგ მოათავსეს საავადმყოფოში, რაც საკუთარი სახლის აბაზანაში უგონო მდგომარეობაში იპოვნეს. ექიმების გადაწყვეტილებით, კრისტინა ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო შეერთებული და სიცოცხლის გახანგრძლივების მიზნით, ხელოვნურ კომაში იმყოფებოდა. სამწუხაროდ, მედიკოსების ყველა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.

აბაზანაში გარდაცვლილი იპოვნეს სამი წლის წინ ბობი კრისტინას დედა, უიტნი ჰიუსტონიც. 48 წლის ვარსკვლავი თავისი სასტუმროს ნომრის აბაზანაში გულის უკმარისობით გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი კოკაინის გამოყენება გახდა. კრისტინას შემთხვევაში, გონების დაკარგვის მიზეზი უცნობი დარჩა, თუმცა მედიკოსების მხრიდან ალკოჰოლსა და ნარკოტიკზე საუბარი არ ყოფილა.