9 ივლისი, 2015

,,ტიფლისი” ბრუნდება

1tiflisi“ტიფლისი” ტელეეკრანებს უბრუნდება. კრიმინალური დრამის მეორე სეზონი ტელეკომპანია ჯიდიესის ეთერში შემოდგომიდან გამოჩნდება.

სერიალის მოქმედება მეცხრამეტე საუკუნის საქართველოში ხდება. ბატონ-ყმობის გადავადნის შემდეგ თავადები გავლენების სფეროებს ინაწილებენ – ვაჭრობენ ადამიანებით, აკონტროლებენ სავაჭრო გზას და ატერორებენ ხალხს. მათ წინააღმდეგ ტყეში გავარდნილი ყაჩაღები მოქმედებენ. დაპირისპირება ტფილისში ინაცვლებს, ფანტასტიკურ ქალაქში, სადაც ყველა თავისი ინტერესების დასაცავად კანონის დარღვევით იბრძვის.

ფილმის რეჟისორები ლევან დაბრუნდაშვილი და ნოდარ მარშანიშვილი არიან, სცენარისტები ალექს ჩიღვინაძე, ივა ფეზუაშვილი და სანდრო ნავერიანი. სერიალში მონაწილეობენ კახა კინწურაშვილი, გიორგი ცაავა, თორნიკე გოგრიჭიანი, გიორგი გიორგანაშვილი, გოგა ბარბაქაძე.

ინტერნეტში უკვე გამოჩნდა სერიალის მეორე სეზონის ოფიციალური თრეილერი, რომელსაც ათასობით ნახვა და კომენტარი აქვს.