Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

თიკო ბაბლუანი ,,მის პლანეტა 2015’’-ზე წარგვადგენს

20 ივლისი, 2015

1tiko-babluani“მის პლანეტა 2015”-ზე საქართველოს წარმომადგენლის გამოსავლენად სპეციალური კონკურსი ჩატარდა, რომელშიც 20-მა მოდელმა მიიღო მონაწილეობა. სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულ კონკურსანტებს სპეციალური პრიზები და საჩუქრები გადაეცათ.

სილამაზის კონკურსის მონაწილეებიდან კი საუკეთესოდ 18 წლის მოდელი თიკო ბაბლუანი დაასახელეს, რომელიც ჩვენს ქვეყანას “მის პლანეტა 2015”-ზე წარადგენს. თიკო სამოდელო სააგენტო ”კატრინის” მოდელია.

”მის პლანეტა 2015” სექტემბერში საქართველოში პირველად გაიმართება.