21 ივლისი, 2015

თემურ წიკლაური უფასო კონცერტებს გამართავს

1temur-ciklauriანსამბლ “ივერიის” წევრი თემურ წიკლაური უფასო კონცერტებს გამართავს. მომღერალი, რომელიც მოძრავი ფილარმონიის წევრია, თავის ერთგულ მსმენელს თბილისში უმღერებს. მოძრავი ფილარმონია და მისი წევრები თბილისში უფასო კონცერტებს იწყებენ. პირველ ეტაპზე ღონისძიებები ისანი-სამგორის რაიონში გაიმართება. ამ რაიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის 10 უფასო კონცერტი ჩატარდება.

სიმღერისა და იუმორის საღამოებში მონაწილეობას მიიღებენ თემურ წიკლაური, ნუგზარ კვაშალი, ბესო კალანდაძე, ზურაბ ვადაჭკორია, ვიტალი სავანელი, ზურა კობეშავიძე, ზურა დოიჯაშვილი, ანსამბლი „გორდელა“, ბესო ბერულაშვილი. კონცერტის პროგრამა შინაარსით მრავაფეროვანია და განკუთვნილია ყველა ასაკის მაყურებლისთვის.

პროექტის ფარგლებში პირველი ღონისძიება 22 ივლისს ლილოს დასახლებაში, ეკლესიასთან განლაგებულ სკვერშია დაგეგმილი. 23 ივლისს მუსიკოსებს ყოფილი პოლიციის მიმდებარე ტერიტორიაზე „ნაძვებში“ დიდი ლილო უმასპინძლებს, 25 ივლისს კონცერტი აეროპორტის დასახლებაში სკვერის შესასვლელთან ჩატარდება, 26ივლისს ვარკეთილი 3, მეოთხე მიკრო-რაიონის სკვერში პოლიციის მიმდებარე ტერიტორიასთან, 28 ივლისს ვარკეთილის 3-ის პირველი მიკრო-რაიონის მედიათეკის მიმდებარედ არსებულ სკვერში, 30 ივლისს მოსკოვის გამზირზე კინოთეატრ „ვარძიის“ მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერში, პირველ აგვისტოს ჰიდრომშენის დასახლება აფრიკაში, გუმათგესის ქუჩაზე სკვერში, 2 აგვისტოს ვაზისუბანში მე-8 და მე-9 კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე, 4 აგვისტოს ავლაბარში სომხური ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე. მოძრავი ფილარმონიის ბოლო კონცერტი 6 აგვისტოს ქვემო ნავთლუღში სკვერში პოლიციის მიმდიბარე ტერიტორიაზე გაიმართება.

22 ივლისიდან 6 აგვისტომდე ისანისა და სამგორის მოსახლეობისათვის 10 უფასო კონცერტი ჩატარდება.