21 ივლისი, 2015

თემურ თათარაშვილი ალაპარაკდა

1temur-tatarashviliმომღერალი თემურ თათარაშვილი ალაპარაკდა. მოსკოვში მყოფი ქართველი ხელოვანი მის მიმართ გავრცელებულ ბრალდებებს საჯაროდ პასუხობს. მამულიჩას დაკავებასთან დაკავშირებით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ თემურ თათარაშვილმა მამულიჩას და ლელას სამაგიერო გადაუხადა და მამულიჩა ჩაუშვა.

თემურ თათარაშვილი:

“ჩემს ბავშვობაში უფროსები ერთ ანეგდოტურ შემთხვევას იხსენებდნენ: ტიპს უარი უთხრეს სამსახურში მიღებაზე იმიტომ, რომ ვიღაცას უთქვამს, მაგას პოლიციაში რაღაცაზე ჰქონდა საქმეო. დააკონკრეტეო, სთხოვეს ენამწარეს: “შუბი” მოპარვას ეხებოდაო… არ ვიცი ზუსტად, მაგან მოიპარა თუ მაგას მოპარესო…

თავის დროზე, ნებსით თუ უნებლიეთ, დავუშვი შეცდომა და ეს ჩინებულად გამოიყენა სახელისუფლებო თუ მასთან დაახლოვებულმა იმ ჯგუფმა, ვინც არ მაპატია ჩემი აქტიური მოქალაქეობრივი პოზიცია, უარი “სპეციალიზებულ” სანახაობებში მონაწილეობაზე, განსაკუთრებით, საჯარო გამოსვლები მოსწავლეთა რესპუბლიკური სასახლის გასხვისების მცდელობასთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო მიტინგებზე. სამართლიანად თუ უსამართლოდ, კანონიერად თუ უკანონოდ მომისაჯეს თავისუფლების აღკვეთა და საკმაო დრო მამყოფეს ციხეში.

ახლა რაო, რას მიკიჟინებს ჟურნალისტი, რას მაბრალებს? არ მამყოფინა ის მკაცრი სასჯელი, ჩირქსაც რომ ცხებს ჩემს სახელს?

ყველამ (მათ შორის ამ ჟურნალისტმაც და მათ), ვინც ხელების ფშვნეტით შეხვდა ამ ბინძური მასალის გამოქვეყნებას, თავიანთ რეპუტაციას მიხედოს, თავის გულში ჩაიხედოს… ნუ უხარიათ ადამიანის გადაცდომა, წაფორხილება, შეცდომა… ქვა იმან ისროლოს, ვისაც ცოდვა არ ჩაუდენია!”