24 ივლისი, 2015

თემო საჯაია ხელოვანებს მიმართავს

1temo-sajaiaმომღერალი თემო საჯაია, რომელიც ფართო საზოგადოებამ მუსიკალური პროექტით “ვარსკვლავების აკადემია” გაიცნო, თავის ხელოვან მეგობრებს საჯაროდ მიმართავს და სისულელეების წერისგან თავშეკავებას ურჩევს.

თემო საჯაია:

“ჩემო ხელოვანო მეგობრებო, როგორ შეგიძლიათ ამდენი სისულელე წეროთ და ისაუბროთ პოლიტიკაზე? თუ ხელოვანი ხალხი ხართ, როგორღა შეგიძლიათ პოლიტიკური პარტიების მიმართ გქონდეთ ტრფობა? ხელოვანი, პირველ რიგში, თავისუფალების სიყვარულს უნდა ემსახურებოდეს და როდესაც პოზიციას ან ოპოზიციას ემსახურებით, როგორღა უნდა იყოთ თავისუფლები? რა ქოცები? რა ნაცები?… სად გინახავთ პარტიული ხალხის შექმნილი თავისუფლება? მაშინ რითი განსხვავდებით “წითელი ინტელიგენციისგან?”

პ.ს. ყველაფერი არის ძლიერ კარგად – ყველაფერი ძლიერ ცუდად არის…

გალაკტიონი.”