3 ივლისი, 2015

თამაზ ყურაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს გამართავს

1tamaz-kurashviliჯაზის ფუძემდებელი საქართველოში და ჯაზური მუსიკის ვირტუოზი შემსრულებელი თამაზ ყურაშვილი თავის ბედთან ერთად კონცერტს გამართავს.

ღონისძიება სახელწოდებით “ჯაზური მუსიკის საღამო” 3 ივლისს თიბისი გალერეაში გაიმართება და მასში თათუზა ყურაშვილთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ პიანისტი პაპუნა შარიქაძე და გიტარისტი ლაშა დეისაძე. პროგრამაშია ცნობილი და ახალი ჯაზური კომპოზიციები.

თამაზ ყურაშვილი აღმოჩნდა პირველი, ვისაც ჯაზის სფეროში ვარსკვლავი გაუხსნეს. თათუზა ყურაშვილის ვარსკვლავი დიდი საკონცერტო დარბაზის წინ 4 წლის წინ საზეიმოდ გაიხსნა.