20 ივლისი, 2015

თამარ ივერი ქართულ ტელევიზიებს მიმართავს

1tamar-iveriმსოფლიოში ცნობილი საოპერო მომღერალი თამარ ივერი საქართველოში არსებულ სატელევიზიო არხებს მიმართავს და თურქული სერიალების პოპულარიზაციის ალტერნატივას სთავაზობს:

“ამდენ თურქული სერიალების ტრიალს და მათ გაუთავებელ პოპულარიზაციას…. არ შეიძლება რომელიმე ქართული ტელევიზიის არხმა დააარსოს ერთი ლამაზი, უწყინარი და ჰუმანური ზოოგადაცემა? მსოფლიოს ყველა ტელევიზიას აქვს მსგავსი გადაცემები, რაც ემსახურება მოსახლეობაში და, უპირველეს ყოვლისა, ბავშვებში და ახალგაზრდებში ცხოველებისადმი სიყვარულის და ინტერესის დანერგვას.

დაკვირვებული ვარ… ბავშვს და ადამიანს თუ ცხოველი უყვარს, მასში უარყოფითი და ნეგატიური ძალიან ცოტაა. ხომ შეიძლება ისაუბრონ სხვადასხვა ცხოველებზე, მათ ჯიშებზე, ხასიათზე, ზოგი პორტატული ზომის ცხოველები მოიყვანონ სტუდიაში, უპატრონო შინაური ცხოველების გაჩუქებაც მოეწყოს პირდაპირ ეთერში და ა.შ. ფანტაზიას და იდეებს რა გამოლევს….მაგრამ შემდგომ ამ უტილნედლეულ სერიალებს ,”ლუდი/დიროლის რელამებს” და პოლიტიკურ “борьба без правил” სტილის ბლოკებს ხომ მოაკლდება ძვირფასი რეგლამენტის წუთები?”