9 ივლისი, 2015

თაკო ნაცვლიშვილი პარიზის მოდის კვირეულის პოდიუმზეა

1tako-nacvlishvili16 წლის ქართველი მოდელი თაკო ნაცვლიშვილი პარიზის მოდის კვირეულში მონაწილეობს.

ქართველმა ლამაზმანმა ღონისძიებების ფარგლებში “არმანისა” და “რალფ&რუსოს” ჩვენებებში მიიღო მონაწილეობა და მათი კოსტიუმები წარმოდგინა. ფოტოები მოდელმა სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა.

თაკო ნაცვლიშვილი სამოდელო სააგენტო “Next Models”-ის მოდელია. ის კალათბურთელი ვატოა ნაცვლიშვილის და მოდელი ნინო ცქიტიშვილის შვილია. უკვე ცნობილია, რომ თაკომ დონატელა ვერსაჩეს მოხიბვლა შეძლო და მის ფავორიტადაც სახელდება. ქართველი მოდელით ვერსაჩეს ჩვენებაზე დიორიც დაინტერესდა.