Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

თაკო გაჩეჩილაძის კონჩიტა საუკეთესოდ აღიარეს

1takoმუსიკალური შოუს “ერთში ერთში” მერვე საკონკურსო ტურში თაკო გაჩეჩილაძეს გასული წლის ევროვიზიის გამარჯვებულის კონჩიტა ვურსტის განსახიერება მოუწია.

ფინალამდე ერთი ტურით ადრე, თაკომ საკონკურსო ტურის მოგება შეძლო. მან 52 ქულა დააგროვა და მხოლოდ ერთი ქულით აჯობა ლარისა დოლინად გარდასახულ სოფო ბედიას.

მეცხრე ლაივ შოუზე კონკურსანტები ბოლოჯერ გარდაისახებიან მსოფლიოს ვარსკვლავებად. ამ ტურში ივანა მელაი ლარა ფაბიანი იქნება, გიორგი მახარაშვილი – ლუი არმსტრონგი, ლევან ჩიჩუა იგივე თიელი – რეი ჩარლზი, ზურა მანჯავიძე – გოგი დოლიძე, მარიტა როხვაძე – სეზარია ევორა, ოთო ნემსაძე – გრიგორი ლეპსი, სოფო ბედია – ნანი ბრეგვაძე და თაკო გაჩეჩილაძე – ბიონსე.

მეცხრე საკონკურსო ტურის ბოლოს კი ფინალისტად დასახელდება ის ოთხი მონაწილე, ვისაც ყველაზე მაღალი ქულები ექნება.