13 ივლისი, 2015

სოფი სააკაშვილმა ,,სლავიანსკი ბაზარზე” გაიმარჯვა

1sofiქართველი მომღერალი სოფი სააკაშვილი ბელორუსის ქალაქ ვიტებსკში გამართული საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია. “სლავიანსკი ბაზარი” წელს უკვე 24-ედ ჩატარდა და მასში 21 ქვეყნის კონკურსანტი მონაწილეობდა.

ორი რთული და დაძაბული საკონკურსო ტურის შემდეგ, ქართველი მომღერალი ქულების რაოდენობით გამარჯვებულთა შორის აღმოჩნდა. მან მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.

ინფორმაცია ამის შესახებ სოფი სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა:

“დღეს დაჯილდოვებაა. მესამე ადგილი ავიღეთ და მიხარია, რომ საპრიზოში მოვხვდით და 21 ქვეყნიდან სამეულში ვართ! გილოცავთ!

პ.ს. მეტი მინდოდა, თუმცა ამის საშუალება არ მომცეს, მადლობა! მიყვარხართ! საქართველო!”