Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

სოფი სააკაშვილი ,,სლავიანსკი ბაზარის’’ ფინალშია

11 ივლისი, 2015

1sofi-saakashviliწელს საქართველოს “სლავიანსკი ბაზარზე” ქართველი მომღერალი სოფი სააკაშვილი წარადგენს.

საკონკურსო კენჭისყრა უკვე გაიმართა, მომღერალს მე-18 ნომერი შეხვდა და მისი ნახევარფინალში გამოსვლაც წარმატებული აღმოჩნდა.

როგორც სოფი სოციალურ ქსელში წერს, მან ფინალისტობა მოიპოვა და კონკურსის დასკვნით ეტაპამდე მსმენელისთვის ფიმბერგის ორკესტრთან ერთად იმღერებს:

– მეგობრებო, საქართველო, გუშინ ფინალში გადავედი, დღეს ფიმბერგის ორკესტრთან ერთად მაქვს გამოსვლა, მეორე ნომერი ვარ, წარმატებები მისურვეთ! შეგიძლიათ პირდაპირ ეთერში უყუროთ საქართველოს დროით 23:00 საათზე ინტერნეტში ONT.by.