5 ივლისი, 2015

სოხუმის თეატრი პრემიერას ითამაშებს

teatriსოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი პრემიერას ითამაშებს. “ქალი” – ასე ეწოდება წარმოდგენას, რომლის პრემიერაც ათონელის თეატრში იქნება წარმოდგენილი.

სპექტაკლი ერთმოქმედებიანია, მისი დამდგმელი რეჟისორი და მუსიკალური გამოფრმებელი ლილი ბურბუთაშვილია, მხატვარი მაია სხირტლაძე, რეჟისორის თანაშემწე კი მარინა კიკალეიშვილი.

სპექტაკლში მთავარ როლს ასრულებს ეკა არჩაია. მასში ასევე მონაწილეობენ ლელა შარაბიძე, ნინო ჯავახიშვილი, ბადრი ბეგალიშვილი, პაატა ვახტანგიშვილი, თორნიკე ქასრაშვილი, ნუგზარ წერედიანი, ნიკა წერედიანი.

მოქმედების ადგილი აეროპორტია. მთავარი მოქმედი პირი უცნაური, ეგზალტირებული, ენერგიული და ხშირად შემტევი, ხანდახან კი უსუსური და უმწეო ქალბატონია, დაახლოებით 45-50 წლის. მოქმედების მსვლელობისას ამ უცნაურ ქალბატონს წარმოსახვით, ფრაგმენტულად ახსენდება წარსულის ეპიზოდები. ყველა ამ ეპიზოდს ქალბატონი რატომღაც ორ ვარიანტად წარმოიდგენს, ერთ ვარიანტში ის წარმოიდგენს სცენას ისე, როგორც მას სურდა რომ მომხდარიყო, ხოლო მეორე ვარიანტში ისე, როგორც რეალურად მოხდა. ქალბატონს სახელი იამზე მოუხდებოდა, ცოტა მოძველებული, მაგრამ ლამაზი სახელი.

სპექტაკლი ”ქალი” თეატრში ათონელზე 5 და 13 ივლისს იქნება წარმოდგენილი.