6 ივლისი, 2015

საოპერო მომღერლებმა საპროტესტო აქციები დაიწყეს

1saprotesto-aqciaსაოპერო მომღერლებმა საპროტესტო აქციები დაიწყეს. მათი ქუჩაში გამოსვლა დაპირების შეუსრულებლობამ გამოიწვია. მომღერლები კვარტალური დანამატების მიღებას ითხოვენ. მათი თქმით, ისინი ბოლო წუთამდე ელოდებოდნენ თანხის ჩარიცხვას და როცა ლოდინის ვადა ამოიწურა, მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვიტეს ქუჩაში გამოსვლა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა საოპერო მომღერლები კუთვნილი თანხის მიღებას ქუჩაში  გამოსვლით ითხოვენ. ბათუმელი ხელოვანები მოითხოვენ შესაბამისი უწყებებისგან დაპირების შესრულებას და მათთვის იმ თანხების გადაცემას, რაც რეალურად ეკუვთნით.

საპროტესტო აქციაზე გასულ ხელოვანებთან შესახვედრად ბათუმის ხელისუფლების წარმომადგენელიც მივიდა. მისი თქმით, ხვალ საღამომდე  მათი მოთხოვნები აუცილებლად დაკმაყოფილდება.