12 ივლისი, 2015

რუსთაველის თეატრის საჩუქარი მესტიას

1rustavelis-teatriრუსთაველის თეატრმა სეზონი დახურა, თუმცა მსახიობები კვლავაც აგრძელებენ მუშაობას.

13 ივლისს რუსთაველის თეატრი და მესტიის მუნიციპალიტეტი სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ეზოში წარადგენს სპექტაკლს ღია ცისქვეშ. მსახიობები ითამაშებენ გოშა გორგოშიძის სპექტაკლს ,,სტუმარ-მასპინძელი“. ერთმოქმედებიან სპექტაკლში, რომელიც ვაჟა ფშაველას ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით დაიდგა, მონაწილებენ მანანა აბრამიშვილი, გოგა გველესიანი, კახა კუპატაძე, ბაჩი ლეჟავა, ალექსანდრე მიკუჩაძე-ღაღანიძე, ბექა სონღულაშვილი, ია სუხიტაშვილი, ბაჩო ჩაჩიბაია, ლევან ხურცია და ლაშა ჯუხარაშვილი.

14 ივლისს კი სვანეთში რუსთაველის თეატრის მსახიობების მონაწილეობით პოეზიის საღამო გაიმართება.