რუსა ჩაჩუა დედა გახდა

1rusa-chachuaმოდელი და მუსიკალური შოუს “ბრავო” წამყვანი რუსა ჩაჩუა დედა გახდა. მან მესამე შვილი ჩაჩავას კლინიკაში გააჩინა. დედა შვილი თავს კარგად გრძნობს.

პატარას მამა დიმა ნაფეტვარიძეა, რომელთანაც რუსა ჩაჩუამ რამდენიმე თვის წინ ჯვარი სამების ტაძარში დაიწერა.

მოდელს პირველი ქორწინებიდან ქალ-ვაჟი ჰყავს. რუსა ჩაჩუამ მესამე შვილი გოგონა გააჩინა და ნატაშკა დაარქვა.

ინფორმაცია სოციალურ ქსელში უკვე გავრცელდა და ახალბედა მშობლებმა პატარა ნატაშკასთან ერთად უამრავი მილოცვა და საუკეთესო სურვილები მიიღეს.