29 ივლისი, 2015

რომელი რეჟისორი ჯობია რობერტ სტურუას?

1sturuaaaaa– რომელი რეჟისორი ჯობია რობერტ სტურუას? – ამ კითხვას რუსთაველის თეატრის მსახიობი და თელავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი პაატა გულიაშვილი სოციალურ ქსელში საჯაროდ სვამს. ის პასუხებს ითხოვს იმ ადამიანებისგან, ვინც ამბობს, რომ რობერტ სტურუა ახალს არაფერს აღარ სთავაზობს მაყურებელს და ერთნაირი ხერხებით მუშაობს რეჟისურაში.

პაატა გულიაშვილი:

“ახლა მე რასაც დავწერ, არ მოაბათ კუდები.. ალალად ვსვამ კითხვას იმ ადამიანების მიმართ, ვინც ამბობს, რომ რობერტ სტურუა ახალს არაფერს აღარ სთავაზობს და ერთნაირი ხერხებით მუშაობს რეჟისურაში. კითხვა: დამისახელეთ ერთი რეჟისორი, რა თქმა უნდა, თეატრალური მიმართულების, რომელმაც ნოვაცია ანუ სიახლე შემოიტანა ქართულ ხელოვნებაში და, თქვენი აზრით, სტურუას მარტივად რომ ვთქვათ სჯობნის? რა თქმა უნდა, მოქმედ რეჟისორებს ვგულისხმობ… თუ კი არ გაგიჭირდებათ და დააფიქსირებთ კონკრეტულ ადამიანს, იქნებ სპექტაკლიც დაასახელოთ, რამაც ეს აზრი გაგიჩინათ! აბა, ვნახოთ როგორი პირდაპირები და სამართლანები ბრძანდებით! ვიმეორებ, კონკრეტულ პიროვნებებს არ ეძღვნება ეს პოსტი… რა თქმა უნდა, იმათი გამოკლებით, ვინც იძახის სტურუას რეჟისურა მოძველდა! აბა, გელოდებით, ჩემო სამართლიანებო!!!! პ. გულიაშვილი”