Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

როგორ აღინიშნება წელს ვაჟაობა?

10 ივლისი, 2015

1vajaoba25 ივლისს ვაჟა ფშაველას მშობლიურ ჩარგალში სახალხო დღესასწაული ვაჟაობა აღინიშნება. ინფორმაციას ვაჟა ფშაველას შთამომავალი ლელა რაზიკაშვილი ავრცელებს:

“იწყება ჩემი ციებ-ცხელება და თქვენი ,,ვაჟაობა”! ნერვიულობა, ადი-ჩადი და ა.შ. 25 ივლისს დიდი ამბები იქნება ჩარგალში! 25-მდე დიდი სამზადისი!

კვირას, 12 ივლისს მუზეუმის ტერიტორიის დასუფთავებას ვაპირებთ, მწვანეები, დუშელი და მაღაროსკარელი ახალგაზრდები!

თუ ვინმეს სურვილი გაგიჩნდებათ შემოგვიერთდით, ანუ დასათვალიერებლად რომ წამოხვალთ, ნიჩაბი წამოაყოლეთ. თან ექსკურსია, თან საქმე! შიდა ტურიზმის ახალი სახეობაა ასეთი! სასარგებლო და გამაჯანსაღებელი!

აბა ჰეე! ლექსი და ხინკალი კარგია, მაგრამ ნიჩაბით მაინც სულ სხვაა! ვალმოხდილის სასიამოვნო განცდები იცის!”