10 ივლისი, 2015

რეზო ჩხეიძეზე ახალი ფილმი გადაიღეს

1rezo-chxeidzeრეჟისორ რეზო ჩხეიძეზე ახალი ფილმი გადაიღეს. “რეზო ჩხეიძე – ცხოვრება კადრებიდან” – ასეთია ფილმის სახელწოდება, რომლის რეჟისორიც რუსუდან შაიშმელაშვილია.

ფილმი ასახავს დიდი ქართველი კინო-რეჟისორის რეზო ჩხეიძის ცხოვრების ისეთ დეტალებს, რომელიც საზოგადოებისათვის დღემდე უცნობია.

მისმა მოწაფემ, ფილმზე მუშაობა რეჟისორის გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე დაიწყო, კადრებში რეზო ჩხეიძე პირადად საუბრობს მისი ცხოვრების მნიშნელოვან მოვლენებზე.

ფილმის პრემიერა 10 ივლისს მუშტაიდის პარკში გაიმართება.