18 ივლისი, 2015

რას ითხოვს გიორგი ნაკაშიძე?

1nakashidzeკინომსახიობთა თეატრის მსახიობი გიორგი ნაკაშიძე საჯარო წერილს ავრცელებს და იმ საკითხებში გარკვევას ითხოვს, რომელიც მისთვის, როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქისთვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია:

“ჩვეულებრივმა საქართველოს მოქალაქემ პროტესტი ამ სტაგნაციის მიმართ რაც ხდება, თუნდაც მავთულხლართების თემასთან დაკავშირებით, ისე რომ რაღაც იაფფასიანი პოლიტიკური კლიშე არ მიაკერონ, სად უნდა გამოხატოს, ვისთან ერთად?

მე პირადად ანარქისტი ვარ, მაგრამ მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ეროვნული მოძრაობიდან მოყოლებული, პროფესიით დამთავრებული, ვცდილობ, რუსულ იმპერიას პატარა აგური მაინც გამოვაცალო. ამას ასევე ჩემი თაობის და საზოგადოდ ქართველი პატრიოტების დიდი ნაწილი შეეცირა. სად გამოვხატო ჩემი მოქალაქეობრივი პოზიცია იმ უსამართლობის მიმართ, რასაც ეს ახვრები (რუსულ არმიას ვგულისხმობ) სჩადიან, ისე რომ რაღაცა პარტიის სიყვარული არ დამწამონ. საად? ეს კითხვაც მებადება: საერთო საქმემ იცის პარტიულობა და არა პარტიულობა?

სტიქიის დროს გაუჩნდა ვინმეს კითხვა, ის ადამიანები ვინც ქუჩაში გამოვიდა დაზარალებულების ქალაქის დასახმარებლად, რა იდეოლოგიას ემხრობიან? მე ვფიქრობ, რომ ახლაც იგივე ხდება, მე მგონი ცოტათი ამ მოტივით საკუთარ სიზარმაცეს, გადაღლილობას და აუხსნელ პასიურობას ვამართლებთ. ხელს არავისკენ არ ვიშვერ. მეც ამ ჩაკეტილი წრის მსხვერპლი ვარ. ასე რომ, დღეს ქართველი მოსახლეობის ერთ-ერთი ნაწილი პროტესტს გამოხატავს აქციაზე მცოცავი ოკუპაციის წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა რომ ანარქისტი ვარ, მივალ და მათ თანადგომას გამოვუცხადებ.

პ.ს. დიდი სტატუსების მოტრფიალე არა გახლავართ, მაგრამ რაც გულით ვიფიქრე, მომინდა რომ თქვენთვის გამეზიარებინა. მადლობა დიდი! პატივისცემით თქვენს მიმართ!”