Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

რას აპროტესტებს თორნიკე ყიფიანი?

23 ივლისი, 2015

1tornike-yifiani“იქს ფაქტორის” პირველი სეზონის გამარჯვებული თორნიკე ყიფიანი მომღერლების მიმართ უპატივცემულობას აპროტესტებს. როგორც მომღერალი სოციალურ ქსელში წერს, მას დაუკავშირდა ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის თანაორგანიზატორი და პლუს ფონოგრამაზე სიმღერა შესთავაზა:

“გამარჯობა! ერთი ამბავი მინდა გითხრათ. ზოგადად, ვცდილობ, ყოველთვის თავი შევიკავო, მაგრამ ძალიან ბევრი მეკითხება ამ თემასთან დაკავშირებით და… შარშან იქს ფაქტორში მივიღე სერთიფიკატი, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გახსნის ცერემონიალზე მონაწილეობის უფლებით, რაც ძალიან გამიხარდა და კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ოლიმპიური კომიტეტის თავჯდომარეს, ალექსი ახვლედიანს ჩემდამი სიმპათიის გამოხატვისთვის.

თუმცა დღეს დღეობით, ვეღარ ვხვდები ეს მოვიგე თუ წავაგე, რადგან დამიკავშირდა ერთ-ერთი თანაორგანიზატორი და შემომთავაზა პლუს ფონოგრამაზე გამოსვლა (რომელიც გულისხმობს ვითომ სიმღერას) რისი წინააღმდეგიც ვიყავი და ვარ დღემდე… ასევე ბევრი მელაპარა უსახსრობაზე, უფულობაზე, რომ არ გვაფინანსებს არავინო და შემპირდნენ, რომ მაჭმევენ და წყალს დამალევინებენ. სირცხვილია, უნამუსობა და შეურაცხყოფაც. უპატივცემულობაა არა მხოლოდ ჩემს მიმართ, არამედ ზოგადად მუსიკოსების მიმართ.

ვფიქრობ ამ ყველაფერში მონაწილეობა არ მივიღო იმ შემთხვევაში, თუ რაიმეს არ გამოასწორებს ვინმე. ძალიან მინდა ეს ამბავი მთავარ ორგანიზატორამდე მივიდეს, რადგან მგონია ვიღაცა რაღაცას “ღრმად იდებს” და თუ მომეხმარებით და “დააშეარებთ” მადლობელი დაგრჩებით. პატივისცემით თქვენი ყიფო.”