28 ივლისი, 2015

ქართველმა პიანისტმა 300 კონკურსანტში გაიმარჯვა

1qartveli-pianisti-rikardo-mutim-daajildovaქართველმა პიანისტმა თამუნა გიგუაშვილმა 300 პიანისტს შორის გაიმარჯვა. ის საუკეთესო ოთხეულში მოხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ საოპერო მომღერალი მიშა ქირია სოციალურ ქსელში ავრცელებს და ქართველებს ამ სიხარულის გაზიარებისკენ მოუწოდებს:

“ჩვენი გოგო თამუნა გიგუაშვილი მაესტრო რიკარდო მუტიმ დააჯილდოვა, 300 პიანისტიდან, 4 საუკეთესოში მოხვდა!

დაჯილდოვებაზე ყველაზე ლამაზი იყო და მაესტრომ ჩინელ პიანისტს უთხრა, ქართველის გვერდით ნუ დადგები, დაიკარგებიო.

შხვართი, შხვართი და უნიჭიერესი გვყავს, იამაყეთ ქართველებო!”