ქართველი პიანისტი პირველი პრემიის მფლობელია

1ana-kipianiქართველმა პიანისტმა ანა ყიფიანმა პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე გაიმარჯვა.

ინფორმაცია ანა ყიფიანმა სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა.

პიანისტთა კონკურსი ესპანეთში გაიმართა. მარია ჰერეროს საერთაშორისო კონკურსზე ქართველი პიანისტი პირველ პრემიის მფლობელი გახდა. ფინალისტებს შორის შვიდი პიანისტი მოხვდა, მათ შორის საქართველოდან, ავსტრალიიდან, ჩინეთიდან, იაპონიიდან, ესპანეთიდან, პოლონეთიდან და საფრანგეთიდან. მეორე პრემიის მფლობელი პოლონეთის წარმომადგენელი გახდა, მესამე ადგილი კი იაპონელმა და ავსტრალიელმა პიენისტებმა გაიყვეს.

ანა ყიფიანი ელისო ვირსალაძის მოსწავლეა. ის ამჟამად რუსეთში ცხოვრობს და მოსკოვის კონსერვატორიის სტუდენტია.