Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ქართველი ბალერინა დიდი თეატრის სოლისტი გახდა

1ana-turazashviliქართველი ბალერინა ანა ტურაზაშვილი მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტი გახდა. ინფორმაციას თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი ავრცელებს:

“ჩვენი ანა ტურაზაშვილი მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტი გახდა. ვულოცავთ ანას და წარმატებულ შემოქმედებით კარიერას ვუსურვებთ!”

ქართველი მოცეკვავე ყურადღების ცენტრში ჯერ კიდევ წლის დასაწყისში მოექცა, როდესაც უცხოურმა ჟურნალმა “Dance Magazine” ანა იმ 25 ახალგაზრდა მოცეკვავეს შორის მოახვედრა, ვინც აუცილებლად უნდა ნახო სპექტაკლებში და მის ცეკვას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციო.

ანამ ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიული სასწავლებელი დაამთავრა, სწავლა კი მოსკოვის ქორეოგრაფიის სახელმწიფო აკადემიაში გააგრძელა. ორი წლის განმავლობაში ქართველი ბალერინა თბილისის საბალეტო დასში ცეკვავდა, მოგვიანებით რუსეთში წავიდა და მოსკოვის დიდი თეატრის საბალეტო დასში ჩაირიცხა.

ქართველი ბალერინას დებიუტი დიდ თეატრში შედგა ბალეტში “ჟიზელი”, რასაც მოყვა ბალეტები “მაკნატუნა”, “გედების ტბა”, “მძინარე მზეთუნახავი” და “დონ კიხოტი”.