9 ივლისი, 2015

ქართველ დიზაინერებს იტალიის საელჩომ ვიზა არ მისცა

1madona-da-tinatiniქართველ დიზაინერებს იტალიის საელჩომ ვიზის გაცემაზე უარი უთხრა. ინფორმაციას ერთ-ერთი დიზაინერი თინათინ მაღალაშვილი შესაბამის ფოტოსთან ერთად ავრცელებს:

– თუ გინახავთ აქამდე ასეთი დასახიჩრებული პასპორტი! იტალიის ქალაქ პესაროში 11 ივლისს დაგეგმილ ჩვენებაზე მივემგზავრებოდით ხვალ მე და მადონა ხარატიშვილი. Anna falchi არის ჩვენი ოფიციალური პრეზენტატორი, ცნობილი იტალიელი მოდელი და მსახიობი. საკონსულომ არადამაჯერებლად ჩათვალა ჩვენი წასვლის მიზეზი. მიუხედავად პასპორტში არსებული უამრავი შენგენის ვიზებისა! მითხარით ვინმემ რას ნიშნავს ეს! მთელი დღე იტალიური მხარე უშედეგოდ ცდილობს დაკავშირებას საელჩოსთან და საკონსულოსთან. ერთადერთი იმედია საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელსაც მივმართეთ საღამოს და იმედი გვაქვს დახმარების. უბრალოდ ეს არის დაცინვა!