ქართულმა ფილმმა გრანპრი მოიპოვა

1xelmwifeსაზოგადოებრივი მაუწყებლის დოკუმენტური ფილმების სტუდიის ნამუშევარმა ეკატერინბურგში გამართულ ფესტივალზე ორი ჯილდო მოიპოვა.

„ანთროპოლოგიური ფილმების ფესტივალზე“ საქართველოდან წარდგენილი იყო რეჟისორ შალვა შენგელის ფილმი „ხელმწიფე“, რომელიც გრანპრის და მაყურებლის სიმპათიის პრიზის მფლობელი გახდა.

დოკუმენტური დრამა შემოქმედებითმა ჯგუფმა სოფელ წრომში გადაიღო და ის სტალინის ძეგლის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ასახავს. რა ბედი ელის სტალინის არაერთხელ გადარჩენილ ძეგლს, რომელიც დედათა მონასტრის ეზოში აღმოჩნდა? ეს პრობლემად იქცა საქართველოს ერთ პატარა სოფელში, სადაც ბელადის ძეგლი მე-7 საუკუნის ამაღლების ტაძრის გვერდით დგას. ხალხში ყველაზე ხშირად გაისმის ფრაზა: „იდგეს, რას აშავებს…”